მე ომის დაწყების პასუხისმგებლობას ზელენსკის არ ვაკისრებ, მაგრამ არც ის მომწონს, რომ ეს ომი დაიწყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთაბ შეხვედრისას განაცხადა.
მან ეს იმით ახსნა, რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არასდროს დაიწყებოდა და ასე იყო მისი პირველი პრეზიდენტობის დროსაც.
"და ამიტომ მე არ ვარ კმაყოფილი მისით [ზელენსკით] და არ ვარ კმაყოფილი მათი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობს", - თქვა აშშ-ოს პრეზიდენტმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლა, ის ცდილობს ვლადიმირ პუტინი "გააჩეროს, რადგან, როგორც იცით, რუსეთი გაცილებით დიდია, მას გაცილებით დიდი არმია ჰყავს და თუ ჭკვიანი ხარ, არ ჩაერევით და ომებში არ ჩაერთვებით".
„შეგიძლია დაადანაშაულოთ ადამიანი, რომელიც ამ სავარძელში იჯდა, ბაიდენი, რომელმაც არ იცოდა რა ჯანდაბა ხდებოდა. მაგრამ მე შემეძლო მომეცა გარანტია - და ამას ყველა ეთანხმება - მე, რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა. არ ვადანაშაულებ ზელენსკის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბრწყინვალედ იმუშავა. კარგი? დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მართლა, საერთოდ არ ვარ“, - თქვა ტრამპმა.