აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი მიმიდნარე კვირაში რუსეთის უპასუხებს აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას.
ამის შესახებ მან თეთრ სახლში 17 აპრილს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, რომელ მომენტში გადაწყვეტს მზადაა თუ არა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, გაამკაცრებს თუ არა მის წინააღმდეგ სანქციებს.
„ვნახოთ, რა იქნება. მათგან [რუსეთისგან] პასუხს ამ კვირაში, ძალიან მალე მივიღებთ და ვნახავთ“, - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამ თვის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მალე გაარკვევს, არის თუ არა რუსეთი მშვიდობისთვის მზად.