აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს.
აღნიშნული შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან შეხვედრის დაწყებამდე კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ტრამპს კითხვა დაუსვეს, შესაძლებელია თუ არა აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმება, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ „სავაჭრო გარიგება 100 პროცენტით იქნება“.
"სავაჭრო შეთანხმება იქნება, 100%-ით. რა თქმა უნდა, სავაჭრო შეთანხმება იქნება. მათ ამის დადება ძალიან სურთ და ჩვენ ვაპირებთ კიდეც, სავაჭრო შეთანხმება დავდოთ, მე ამას სრულად მოველი, თუმცა ეს სამართლიანი შეთანხმება იქნება". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ჯორჯია მელონი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც ტრამპის მიერ 2 აპრილს მსხვილი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ "საპასუხო" ტარიფებისა და მოგვიანებით, ამ ტარიფების 90 დღით შეჩერების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდა.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა უარყო „სატარიფო ომის“ ფონზე ევროკავშირის ჩინეთთან დაახლოების შესაძლებლობა.
„ვერავინ შეგვედრება კონკურენციაში. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგ შეთანხმებას მივაღწევთ ჩინეთთან“, – აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ არ შეუძლია ტარიფებზე საუბარი მთელი ევროკავშირის სახელით, მაგრამ სურს ტრამპის იტალიაში მიწვევა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტისა და ევროპის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებას იმედოვნებს.
ჯორჯია მელონი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც ტრამპის მიერ 2 აპრილს მსხვილი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ "საპასუხო" ტარიფებისა და მოგვიანებით, ამ ტარიფების 90 დღით შეჩერების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდა.