უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის დელეგაციასა და „მსურველთა კოალიციის“ წევრების - საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ სიბიჰა Х-ზე წერს.
„ჩვენ განვიხილეთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის გზები, მათ შორის სრული ცეცხლის შეწყვეტა, მრავალეროვნული კონტინგენტი და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები“, - წერს სიბიჰა.
უკრაინის დელეგაციას წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი და თავდაცვის მინსიტრი რუსტემ უმეროვი.