დავით დოიაშვილის გათავისუფლება ცხადყოფს ივანიშვილის მოძალადე ხელი ადრე თუ გვიან ყველას შეეხება თუ ეს რეჟიმი დარჩება, =- ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.
"დავით დოიაშვილის გათავისუფლება ცხადყოფს ივანიშვილის მოძალადე ხელი ადრე თუ გვიან ყველას შეეხება თუ ეს რეჟიმი დარჩება.
მათ ვერ აიტანეს თეატრის სოლიდარობა, თავისუფალი აზრის გამოვლინება და გადაწყვიტეს დასაჯონ ყველა.
ეს ბრძოლა მხოლოდ დოიაშვილის კი არა, ჩვენი ყველას ბრძოლაა ვინც არ აპირებს შეეგუოს უსამართლობას და დარჩეს რეჟიმის მონურ მორჩილებაში.
რეჟიმს უჭირს!
ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!" - აცხადებს გიორგი ვაშაძე,