ევროკავშირი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ვიზის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას გეგმავს, რაც ბრიუსელს გაუმარტივებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებას იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვიზალიბერალიზაციით ამჟამად სარგებლობენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
სტატიის თნახმად, ამ ქვყნებს შორის არიან კანდიდატი ქვეყნები: დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა მოლდოვა და საქართველო.
კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ შეჩერების მექანიზმი შესაძლებელია ამოქმედდეს "ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის" ან "საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის. ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში"