ხვალ, 27 იანვარს, 14:00 საათზე სასტუმრო "ძველ თბილისში" საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონი" და აღმოსავლეთ-დასავლეთის შიდსის ფონდი (AFEW, Netherlands), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდთან ერთად აწყობს ერთობლივ კონფერენციას თემაზე - "ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრობლემა. პრევენცია, ადვოკატირება".
კონფერენცია მოხდება პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და ასევე ჰოლანდიაში, უკრაინასა და საქართველოში აივ ინფექციის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის დასასრულს ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი "სიცოცხლე მზერის არეში~.
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ექსპერტები, შიდსის პრობლემებზე მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები.