აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა წინამორბედმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „შეცდომა დაუშვეს, რადგან მათ ომი დაუშვეს“. ამის შესახენ ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
ტრამპი ამტკიცებს, რომ „ომი რუსეთსა და უკრაინას შორის არის ბაიდენის ომი და არა ჩემი“ და მისი პირველი ვადის განმავლობაში მას „არავითარი პრობლემა არ ექნებოდა მისი თავიდან აცილების“.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა აბსოლუტურად საშინელი სამუშაო შეასრულეს და ამ ფარსს დაწყების საშუალება მისცეს. ბევრი გზა არსებობდა მის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს წარსულშია. ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს შეჩერდეს და რაც შეიძლება სწრაფად“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
პოსტში ის ასევე ამტკიცებს, რომ "ბევრს მუშაობს სიკვდილისა და ნგრევის შესაჩერებლად".
ტრამპის განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ორი ბალისტიკური რაკეტით თავს დაესხა სუმის ცენტრს, რის შედეგადაც სულ მცირე 35 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.