უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ამართლებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ქმედებებს. ამის შესახებ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა, რომ შეერთებულ შტატებში რუსული ნარატივები ჭარბობს და რომ ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსები არ არიან აგრესორები და რომ ომი მათ არ დაუწყიათ.
„ეს არის ტონის ცვლილება, რეალობის ცვლილება, მართლაც, დიახ, რეალობის ცვლილება და მე არ მსურს მონაწილეობა მივიღო შეცვლილ რეალობაში, რომელსაც მე წარმომიდგენენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან თქვა, რომ უკრაინა არავის დასხმია თავს ომის დასაწყებად და გააკრიტიკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი.
„მგონია, რომ ვიცე-პრეზიდენტი რაღაცნაირად ამართლებს პუტინის ქმედებებს შევეცადე ამეხსნა: არ შეიძლება შუაში რაღაცის ძებნა. არის აგრესორი და არის მსხვერპლი. რუსეთი აგრესორია, ჩვენ კი მსხვერპლი", - თქვა ზელენსკიმ.