რა უჯიშო სახეობაა ეს ქოცი, მართლა! ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით დაგვთხარეს ჩვენ, ქართველებს, თვალები! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
"რა უჯიშო სახეობაა ეს ქოცი, მართლა!გენერალ გოგავას პასუხს სთხოვდნენ – საომარ ვითარებაში მინისტრის მოადგილეს რატომ დაურეკაო… და ახლა ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით დაგვთხარეს ჩვენ, ქართველებს, თვალები!
წულუკიანის კომისია – ეს არის ღალატის კომისია.
მისი მიზანია წაშალოს სიმართლე და ჩაანაცვლოს მტრის ვერსიით –
თითქოს ომი საქართველომ დაიწყო, და არა რუსეთმა!
ეს აღარ არის მხოლოდ ისტორიის გაყალბება – ეს პირდაპირი ღალატია." - პაატა მანჯგალაძე