უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებამდე უკრაინაში ჩავიდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ თქვა, რომ მოხარული იქნება შეხვდეს ტრამპს უკრაინაში, რათა მან „გაიგოს რა ხდება აქ“.
„ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. მაგრამ გთხოვთ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე, მოლაპარაკებების გეგმის მიღებამდე, მობრძანდით და შეხედეთ განადგურებულ და დახოცილ ხალხს, სამოქალაქო პირებს, ჯარისკაცებს, საავადმყოფოებს, ეკლესიებს, ბავშვებს. ჩამოდით, ნახეთ და მერე ომის დამთავრების გეგმა გავაგრძელოთ, მიხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე. მიხვდებით, რაც გააკეთა პუტინმა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არ არის საკმარისი ზეწოლა, რის გამოც მას "არ ეშინია" უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის.
ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად კარგად მიდის, მაგრამ "არის მომენტი, როდესაც თქვენ უბრალოდ უნდა იმოქმედოთ ან გაჩუმდეთ".