აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სუმზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.
"მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელება იყო. და მითხრეს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელი რამ იყო.", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. იუწყება CNN
მას არ დაუკონკრეტებია, ვინ უთხრა მას შეცდომის შესახებ. ამასთან, ტრამპმა გაიმეორა, რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომის დაწყებას არ დაუშვებდა.
„ვფიქრობ, ყველა ომი საშინელებაა. მე მიმაჩნია, რომ ამ ომის დაწყება არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ქვეყანა არასოდეს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას. ეს ომი სირცხვილია", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, გულისხმობდა თუ არა რუსეთს, როდესაც საუბრობდა"შეცდომაზე", ტრამპმა უპასუხა: "მათ დაუშვეს შეცდომა. ვფიქრობ, სწორედ ეს გააკეთეს - ნახეთ, შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ".
რუსეთმა სუმის ცენტრზე ბალისტიკური რაკეტებით იწერიში 13 აპრილს მიიტანა. დაიღუპა 34, მათ შორის 2 ბავშვი და დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.