კვირას საღამოს რუსეთის ძალებმა ოდესას თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, თავდასხმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი Telegram-ზე წერს.
„მტერმა ოდესას მოიერიშე დრონებით შეუტია. წინასწარი ინფორმაციით, შეტაკების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მანქანები, გაჩნდა ხანძარი“, - წერს კიპერი.
მისივე თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად.