სუმის ცენტრზე რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემა განაცხადა, რომ ომის კანონების დარღვევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ამის შესახებ ბერსე Х-ზე წერს.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის დღევანდელი სასტიკი თავდასხმა სუმზე და მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების მკვლელობა, "მორიგი აუტანელი შოკია".
ამ კონტექსტში მან გაიხსენა საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრთან, რომელივ გუშინ შედგა.
"დღევანდელი სასტიკი თავდასხმა სუმზე და მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების მკვლელობა, მორიგი აუტანელი შოკია. როგორც გუშინ განვიხილავდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან, ადამიანის უფლებებისა და ომის კანონების დარღვევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს", - თქვა ბერსემ.
ბოლო მონაცემებით, კვირას, 13 აპრილის სუმზე რუსული ბალისტიკური დარტყმის შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.