საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეხმიანება უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთმა სარაკეტო დარტყმას და აღნიშნავს, რომ ტრამპის წინადადების მიუხედავად, რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი.
თქმით,– ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მიიტანა რის გამოც, ბოლო ცნობებით, დაიღუპა 32 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავდა.
მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ომი მხოლოდ რუსეთს სურდა.
“დღეს დილით ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა უკრაინის ქალაქ სუმის გულში, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის, ისევ ბავშვები.
ყველამ იცის, რომ ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო და მხოლოდ რუსეთის არჩევანია, მისი გაგრძელება. მიუხედავად ადამიანური მსხვერპლისა, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევისა.
მტკიცე ზომებია საჭირო, რათა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ვაიძულოთ. საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, ამ მიზნის მისაღწევად დაუღალავად მუშაობს.
მსხვერპლს, დაჭრილებსა და მთელ უკრაინას, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობს: ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პატივისცემა და ჩვენი ურყევი ერთგულება თქვენ:, - ამბობს მაკრონი.
შეგახსენებთ, რუსეთის ძალების სარაკეტო იეირშს ქალაქ სუმის ცენტრზე 32 ადამიანი ემსხევრპლა, მათ შორის 2 ბავშვი, დაშავებულია - 99 , მათ შორის 11 ბავშვი.