სუმის ცენტრზე რუსეთის ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრიი კოვალენკომ დაწერა, რომ რუსებმა განზრახ დაარტყეს ბზობის დღესასწაულზე რაკეტებით სუმის მშვიდობიანი მოსახლეობას, რათა ბევრი მსხვერპლი ყოფილიყო
"და ეს მოსკოვში პუტინთან უიტკოფის ვიზიტის შემდეგ. წინა ჯერზე კრივი რიჰს, როდესაც ბევრი ბავშვი დაიღუპა, თავს დაესხნენ დმიტრიევის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, რომელიც ასევე შეხვდა უიტკოფს. აი, ასეთ ე.წ.დიპლომატიას აშენებს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გარშემო“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, მანამდე რუსეთის თავდასხმაზე ინფრომაცია სუმის მერმა არტიომ კობზარმა გაავრცელა.