ჩინეთი აშშ-ის იმპორტზე ტარიფს 125%-მდე ზრდის. იუწყება BBC.
ტარიფები ძალაში 12 აპრილიდან შევა.
მანამდე, ჩინეთმა აშშ-ს 84-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა.
პეკინის განცახდებით, აშშ-ს მიერ დაწესებული „არანორმალურად მაღალი ტარიფები“ „სერიოზულად არღვევს საერთაშორისო და ეკონომიკურ ვაჭრობის წესებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთს 125-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა, რის შემდეგაც თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები არა 125 პროცენტს, არამედ 145 პროცენტს შეადგენს.