აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს. ამის შესახებ CBS News სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაუდასტურა.
„ელჩი ბრინკი თანამდებობას ტოვებს. ის იქ სამი წელი იყო ელჩად, რაც ომის ზონაში დიდი დროა. გულწრფელები რომ ვიყოთ, ომი ძალიან დიდი ხმის განმავლობაში გრძელდება. მთავარი საკითხია, მზად არიან თუ არა რუსები და უკრაინელები გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში.
ბრინკს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ უკვე დაიწყო კოლეგებთან დამშვიდობება, განუცხადეს CBS News-ს წყაროებმა.
აშშ-ის მაღალჩინოსანმა CBS-ს განუცხადა, რომ მისი გადადგომა განპირობებული იყო "პერსონალური და პოლიტიკური საკითხების უჩვეულო კომბინაციით", მათ შორის "USAID-ში ბოლო გათავისუფლებებთან დაკავშირებით" და ის იმით, რომ ის "მსახურობდა ომის ზონაში ოჯახისგან მოშორებით".
როგორც CBSი უწყება, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აპირებდა ბრინკის თანამდებობაზე შენარჩუნებას და იანვარში არ მიიღო მისი წერილი გადადგომის შესახებ.