გახარია დაამთავრებს ამ კომისიას, - ამის შესახებ "გახარია - საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ პარლამენტყის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი ქმით, საგამოძიებო კომისიამ გახარიას დაბარებით ფაქტობრივად საკუთარ თავს "ლიკვიდაცია" გამოუცხდა.
"თქვენ მე გაგახსენებთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა აგრძელებენ ივანიშვილის სამსახურში ყოფნას და ივანიშვილის "დასში" ყოფნას, ის ადამიანები გახარიას დანახვაზე სამი ნაბიჯით უკან იწევდნენ ხოლმე და მისი დანახვის ლანდისაც კი ეშინოდათ. ესენი იყვნენ ის ადმიანები, რომლებიც გახარიას ქებაში იყვნენ ოცდაოთხი საათი.
მე ვფიქრობ, რომ ამ კომისიამ გახარიას დაბარებით ფაქტობრივად ლიკვიდაცია გამოაცხადა. გახარია დაამთავრებს ამ კომისიას. მე გაძლევთ ამის გარანტიას, რომ თუ გახარია ამ კომისიაზე გამოცხადდება, ის დაამთავრებს ამ კომისიას, - განაცხადა ზაზა თავაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.