"სუფთა ხელებით ვიწყებთ დღეს, აქ და ახლა. გადავდივართ შრომის სრულიად ახალ ეტაპზე ჩვენი სამშობლოსთვის, მისი ნორმალური და ბედნიერი მომავლისთვის" - ახალგაზრდებმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა - სართული - ახალი თაობის ძალა დააფუძნეს. ამის შესახებ ვადო მაჭავარიანმა განაცხადა. მოძრაობას პროტესტში აქტიურად მონაწილე ახალგაზრდები ჩაუდგებიან.
"საქართველოში პირველად იწყება ახალგაზრდების და სრულიად ახალი სახეები პოლიტიკური მოძრაობა და მას ვიწყებთ ჩვენ. ჩვენ და ჩვენ გარშემო და გვერდით მდგომი ძალიან ბევრი ადამიანი. ხალხი, რომელიც სრულიად ახალია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში. ვინც წლებია ვშრომობთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ გვქონდეს ბედნიერი მომავალი.
ჩვენი მოძრაობის სახელია - სართული - ახალი თაობის ძალა, ვიწყებთ სართულის შენებას. ახალი თაობის ძალის შენებას და გულით გვჯერა, რომ ეს მოძრაობა იქნება ყველასთვის და იქნება ყველასთვის. აქ გელოდებით ყველას, ვინც ხვდება და იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული, მაგრამ ეროვნული ძალები. ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, ვინც დაიღალა იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო, ჩვენი მომავალი ეწირება, ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ვინც დაიღალა იმით, რა სიტუაციაც დღესაა. ვინც ფიქრობს, რომ მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო, სადღეგრძელოებისა სიტყვების იქით, საქმეზე გადასვლაა საჭირო". - განაცხადა მაჭავარიანმა.
ფოტო: პუბლიკა