ხვალ, 27 იანვარს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ბეტსიში" ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას გამართავს.
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2010 წლის 15 ოქტომბერს დააარსა. საბჭოში გაერთიანებულნი არიან საარჩევნო საკითხებში ჩართული პოლიტიკური პარტიები, ადგილობრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპეტები.
საკონსულტაციო საბჭოს შექმნის ძირითადი მიზანია საზოგადოების აზრისა და რეკომენდაციების მოსმენა საარჩევნო საკითხებსა და კანონმდებლობაზე.
ცესკომ საკონსულტაციო საბჭოსთან გამართულ შეხვედრებზე უკვე განიხილა ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი სამუშაო და მომავალში მათი დახვეწა. ერთ-ერთი შეხვედრის განხილვის თემა იყო "მედია და არჩევნები", კერძოდ მედიის მუშაობა და ჩართულობა საარჩევნო პროცესებში.
შეხვედრები იმართება ყოველთვიურად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის "საარჩევნო დახმარების პროექტის" ხელშეწყობით.