სამშაბათს საღამოს რუსეთის ძალებმა დრონებით დარტყმები განახორციელეს ხარკოვის კიევის რაიონზე.
ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი და ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებენ.
სინეგუბოვი იტყობინება, რომ მტერმა "შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა ხარკოვის კიევის რაიონზე.
ტერეხოვის თქმით, ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
სინეგუბოვმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია კიდევ ერთი აფეთქების შესახებ.
მისი თქმით, მეორე დარტყმა შევჩენკოს რაიონში მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი.