ბრიტანეთის საელჩო, ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დაუთის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მიღებას ულოცავს და საქართველოში, რეპრესიულ კანონმდებლობაზე საუბრობს.
„ვულოცავ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მოგებას, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ეუთო-ს შვიდი პარტნიორის მიერ იქნა გადაცემული. საია არსებით დახმარებას უწევს ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
თვეების მანძილზე დემოკრატიული უკუსვლის, თვითნებური დაპატიმრებებისა და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ, ქართული ოცნება არ აპირებს დაუბრუნდეს ევროპულ გზას და დაიცვას საკუთარი ამომრჩევლის დემოკრატიული მისწრაფებები.
მოვუწოდებ, საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს იზოლაციონისტური ქცევა და მადლობას ვუხდი საიას ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საქმეში.’’ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ კომენტარში.