1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა და ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის მრავალწლიან ისტორიაში ახალი ათვლის წერტილად ითვლება.,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
"1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა და ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის მრავალწლიან ისტორიაში ახალი ათვლის წერტილად ითვლება. ეს საკითხი საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე აქტუალურია, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლა არასდროს მთავრდება და თუ მთავრდება, მთავრდება დამონებით.
ამაყი ვარ, რომ ჩვენი ხალხი ათასწლეულების მანძილზე ვართ შეუპოვრობის, გმირობის, არდამონებისა და იმ მთავარი იდეალების მსახურების მაგალითი, როგორიცაა სამშობლო და თავისუფლება.
თითოეული ჩვენგანი ვალდებული ვართ, ქედი მოვუხაროთ და პატივი მივაგოთ 9 აპრილს, პარლამენტის წინ გამართულ ბრძოლის ველზე საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაცემულ გმირებს.
თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება არც არასდროს დასრულდება! ",- აცახდებს ოქრიაშვილი.