ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ პრევოსტი და თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი სამშაბათს, 8 აპრილს კიევში ჩავიდნენ.
ბელგიის ოფიციალური პირები კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ.
როგორც ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ვიზიტი არ არის მხოლოდ სიმბოლური ჟესტი.
„ეს არის სოლიდარობის, იმედისა და ურყევი მხარდაჭერის მისია უკრაინელი თაობებისთვის, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და მომავლისთვის“, - წერს პრევო Х-ზე.
მან ასევე გაავრცელა ფოტო ბუჩიდან, რომელსაც ბელგიის დელეგაცია რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ეწვია.
"დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მსხვერპლთა ხსოვნას. ჩვენ მხარს ვუჭერთ გადარჩენილებს. და ვადასტურებთ: ბელგია დგას უკრაინის გვერდით. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს", - ხაზგასმით აღნიშნა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.