ნორვეგია ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად გამოყოფს 4 მილიარდ ნორვეგიულ კრონს და იმავე საჭიროებებისთვის კიდევ მილიარდ კრონს ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით, რაც ჯამში 415 მილიონ ევროს შეადგენს.
შესაბამისი განცხადება ნორვეგიის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ნორვეგიამ ჩეხეთის ინიციატივისთვის 2024 წელსაც გამოყო თანხები.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ სტორემ აღნიშნა, რომ ეს არის უკრაინის არმიის ერთ-ერთი მთავარი საჭიროება, ამიტომ ნორვეგიას თავისი წვლილი შეაქვს.
„ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ჩვენი წვლილი ევროპის მშვიდობის ფონდში და ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა ჩეხეთის ინიციატივისთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ევროპა მხარს უჭერს უკრაინას“, - განაცხადა სტორემ.