დევნილებმა თავშესაფრის მოთხოვნით საელჩოებთან მისვლა უკვე დაიწყეს. პირველ ეტაპზე მათ გერმანიის საელჩოს მიმართეს.
"დღეს დევნილები გერმანიის საელჩოსთან მივიდნენ და დახმარება ითხოვეს. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. თუ ხელისუფლება მზად არაა, საკუთარი დევნილები შეიფაროს, ისინი უცხოეთში შეეცდებიან თავშესაფრის მოძიებას", _ განაცხადა "კონსერვატიული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, დევნილები კომპაქტური ჩასახლების 25 ობიექტიდან მათ დეპორტაციას აპროტესტებენ. წინა კვირას მათ განცხადება გააკეთეს, რომ უცხო ქვეყანაში თავშესაფარს მოითხოვდნენ და ამ მიზნით საელჩოებს მიმართავდნენ.