დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს პროევროპული პოლიტიკური ძალები დაიცავენ.
„დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში.
არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს დავიცავთ ჩვენ, პროევროპული პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები“,- წერს სამადაშვილი.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით 10 აპრილს გადაუდებელ დებატებს გამართავს. ინფორმაციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.