უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ კრიტიკით გამოეხმაურა რუსეთის თავდასხმებზე მსოფლიოს არასაკმარისი რეაქცია.
„რუსეთზე ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ზეწოლა და ამას მოწმობს რუსეთის ყოველდღიური დარტყმები უკრაინაზე... საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს - გააგრძელოს ტერორი მანამდე, ვიდრემსოფლიო ამას დაუშვებს“, - წერს ზელენსკი.
პრეზიდენტმა გამოაქვეყნა სტატისტიკა რუსეთის თავდასხმების შესახებ ერთი კვირის განმავლობაში. მისი ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა1460-ზე მეტი მართვადი ბომბი, თითქმის 670 თავდასხმის დრონი და 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.
„ასეთი თავდასხმები პუტინის პასუხია ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაზე. თითოეულმა პარტნიორმა დაინახა - ამერიკამ, მთელმა ევროპამ, მთელმა მსოფლიომ, რომ რუსეთი აპირებს განაგრძოს ომი და მკვლელობა. შესაბამისად, არ შეიძლება ზეწოლის შესუსტება. მთელი ძალისხმევა უნდა წარიმართოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის დასამყარებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.