დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი რიჰში, რუსეთის მიერ 4 აპრილის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ოლექსანდრ ვილკული იუწყება. მისივე თქმით, გრძელდება იერიშისი შედეგების სალიკვიდაციო სამაშაოები.
დაშავებულთაგან 37 საავადმყოფოებშია, 19 მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის 4 ბავშვია (დნიპროში ორი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა).
4 აპრილს კრივი რიჰზე რუსეთის ბალისტიკური რაკეტით დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი. ამის შემდეგ რუსეთის ძალებმა ქალაქზე იერიში დრონებით მიიტანეს, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.