გარკვეულ მომენტში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ფუნქციონირება დასრულდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"მას დიდი კომპანია აქვს, რომელიც უნდა მართოს. ასე რომ, რაღაც მომენტში ის მას დაუბრუნდება.
მე შევინარჩუნებ მას, ვიდრე ეს შესაძლებელია. ის ძალიან ნიჭიერი კაცია და როგორც იცით, მე მიყვარს ჭკვიანი ადამიანები და ის ჭკვიანია, კარგი საქმე გააკეთა". - თქვა ტრამპმა.
შეკითხვაზე გააგრძელებს თუ არა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მასკის გარეშე მუშაობას, მან განაცხადა, რომ სააგენტოს სხვა უფროსებმა "ძალიან ბევრი ისწავლეს", თუ როგორ შეასრულონ სამუშაო და რამდენიმეს ენდომება, რომ დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქმიანობა განაგრძონ.
"როგორც იცით, გარკვეულ მომენტში, ვფიქრობ, ის გაუქმდება. იქნება დრო, როდესაც მდივნებს ამ სამუშაოს შესრულება შეეძლებათ, როგორც ვამბობთ ხოლმე, სკალპელით. ეს ის არის, რაც ჩვენ გვინდა". - თქვა ტრამპმა.