აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერს, მარინ ლე პენს არჩევენბში მონაწილეობა ეკრძალება, "ძალიან დიდი საქმე" უწოდა. იუწყება Politico.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან დიდი საქმეა. მე ვიცი ამის შესახებ და ბევრს ეგონა, რომ მას არაფერში დაადანაშაულებდნენ. მას ხუთი წლით აეკრძალა კენჭისყრაში მონაწილეობა დაის იყო წამყვანი კანდიდატი. ეს ჰგავს ამ ქვეყანას, ეს ძალიან ჰგავს ამ ქვეყანას", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერს, მარია ლე პენს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საიდანაც ორი წელი არის პირობითი სასჯელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს, ჯარიმის სახით 100 000 ევროს გადახდაც მოუწევს. ამასთან, ფრანგ პოლიტიკოსს, 5 წლით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაც, რაც მას 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლიდან გამორიცხავს. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა.