8 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "ანესთეზიოლოგიური კლინიკის" გასხვისებას შეეცდება. კლინიკა წინანდლის ქ.№9-ში, მე-8 სართულზე მდებარე 80.44 კვ.მ. ფართზეა განთავსებული.
ობიექტის საწესდებო კაპიტალი 20462.00 ლარს შეადგენს და მისი საწყისი ღირებულება 50 ათასი ლარია. "ანესთეზიოლოგიური კლინიკას" 61510.00 ლარის დებიტორული და 49204.00 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს. ინვესტორი ვალდებულია კლინიკას პროფილი სულ მცირე, 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.