მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2056-ს მიაღწია. ასევე ცნობილია, რომ დაშავებულია 3900 ადამიანი, 270 კი დაკარგულად არის მიჩნეული.
ადგილზე მუშაობას აგრძელებენ მაშველები სხვადასხვა ქვეყნიდან.
28 მარტს მიანმარში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ყველაზე მეტად ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაში, მანდალაი დაზარალდა, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა. ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა ტაილანდში, ვიეტნამსა და ჩინეთში. ტაილანდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბანგკოკში მშენებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. კიდევ 101 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული.