შვედეთი უკრაინას უმსხვილეს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულება თითქმის 1,6 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ შვედეთის თასვდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა განაცხადა.
მისი თქმით, პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიის, სატელიტური კომუნიკაციებისა და საზღვაო შესაძლებლობების მხარდაჭერას.
ეს ნორდიკული ქვეყნების მხრიდან გაცემული ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტია.
პოლ იონსონის თქმით, შვედეთს სურს, გაგზავნოს სიგნალი, რომ ქვეყანა „აძლიერებს თავის მხარდაჭერას, ასევე ზრდის მის სიძლიერესა და მასშტაბს“.
„საერთაშორისო სამხედრო მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის მრავალმხრივი ინიციატივების, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში კოალიციების და უკრაინის თავდაცვის საწარმოებიდან შესყიდვების მეშვეობით. შვედეთი ამ ფონდებისა და ინიციატივებისთვის გამოყოფს დაახლოებით 465 მილიონ დოლარს“, - აღნიშნა მან.