საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერის მარინ ლე პენის მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ლე პენის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ევროკავშირის თანხების გაფლანგვის საქმეზე პოლიტიკურად მოტივირებულია.
„დღეს უსამართლოდ გაასამართლეს არა მხოლოდ მარინ ლე პენი, დღეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ფრანგული დემოკრატიასაც“, – წერს პარტიის ოფიციალური ლიდერი ჯორდან ბარდელა.
საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერს, მარია ლე პენს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საიდანაც ორი წელი არის პირობითი სასჯელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს, ჯარიმის სახით 100 000 ევროს გადახდაც მოუწევს. ამასთან, ფრანგ პოლიტიკოსს, 5 წლით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაც, რაც მას 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლიდან გამორიცხავს.
შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.