საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერს, მარია ლე პენს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საიდანაც ორი წელი არის პირობითი სასჯელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს, ჯარიმის სახით 100 000 ევროს გადახდაც მოუწევს. ამასთან, ფრანგ პოლიტიკოსს, 5 წლით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაც, რაც მას 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლიდან გამორიცხავს, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. იუწყება BFMTV.
მედიის ცნობით, მარინ ლე პენი, დიდი ალბათობით, განაჩენს გაასაჩივრებს და საქმის დასრულებამდე მის წინააღმდეგ პატიმრობა და ჯარიმა არ იქნება გამოყენებული.
შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.