თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ ჩინეთი ამჟამად უნდა განიხილებოდეს შეერთებული შტატების მთავარ საფრთხედ, ხოლო რუსეთის შეკავება ევროპელ მოკავშირეებს უნდა დაუთმონ.
ამის შესახებ გაზეთი The Washington Post (WP) აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრიორიტეტების შესახებ შიდა ცირკულარზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა გაუგზავნა.
საიდუმლო დოკუმენტი, რომელსაც გამოცემა გაეცნო, ეროვნული თავდაცვის დროებიტ სტრატეგიულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.
ის პენტაგონში მარტის შუა რიცხვებში გავრცელდა და ასახავს პრიორიტეტების სისტემას დეპარტამენტის უფროსი მაღალჩინოსნებისთვის.
დოკუმენტში ჰეგსეთი უწოდებს ჩინეთს "ერთადერთ საფრთხეს, რომელზეც დეპარტამენტი ამახვილებს ყურადღებას".
პენტაგონის ძალების დაგეგმვის კონცეფცია დიდ ძალასთან შესაძლო ომისთვის მოსამზადებლად მხოლოდ პეკინთან კონფლიქტს ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, მოსკოვიდან მომდინარე საფრთხე ძირითადად ევროპელი მოკავშირეებისთვის დარჩება.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ პენტაგონი მოახდენს ზეწოლას ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ აზიის მოკავშირეებზე, რათა მეტი დახარჯონ თავდაცვაზე და მიიღონ წამყვანი როლი რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის საფრთხეების შეკავებაში.