28 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 1644 ადამიანი დაიღუპა და 3408 დაშავდა, 139 კი დაკარგულად არის მიჩნეული.
28 მარტს მიანმარში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ყველაზე მეტად ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაში, მანდალაი დაზარალდა, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა. ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა ტაილანდში, ვიეტნამსა და ჩინეთში. ტაილანდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბანგკოკში მშენებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. კიდევ 101 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული.