მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1002-მდე გაიზარდა, დაშავებული კიდევ 2376 ადამიანი. ამის შესახებ AFP ქვეყნის მმართველი სამხედრო ხუნტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
Reuters-ის ცნობით, სულ მცირე 30 ადამიანი კვლავ დაკარგულად არის მიჩნეული.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრამ დააზიანა ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები, ხიდები და შენობები, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, აცხადებენ
დაზარალებულ რაიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
28 მარტს მიანმარში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ყველაზე მეტად ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაში, მანდალაი დაზარალდა, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა. ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა ტაილანდში, ვიეტნამსა და ჩინეთში. ტაილანდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბანგკოკში მშენებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. კიდევ 101 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული.