ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ მეფე ჩარლზ III მცირე ხნით ჰოსპიტალიზირებული იყო კიბოს მკურნალობის "დროებითი გვერდითი ეფექტების" გამო, მაგრამ ახლა უკვე ლონდონის რეზიდენციაში დაბრუნდება. იუწყება The New York Times
სასახლეში აცხადებენ, რომ ხუთშაბათს მეფე ჩარლზ მესამის ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს კიბოს მკურნალობის გვერდითი ეფექტების გამო.
76 წლის ჩარლზი დაბრუნდა ლონდონის რეზიდენციაში, კლარენს ჰაუსში, მაგრამ მისი მონაწილეობით 28 მარტს დაგეგმილი ღონისძიება სიფრთხილის გამო გაუქმდება.
სასახლეში არ აკონკრეტებენ გვერდითი ეფექტების თვისებას და აღნიშნავენ, რომ ის დროებითია და „მოითხოვდა საავადმყოფოში დაკვირვების ხანმოკლე პერიოდს“.
მეფემ გასული წლის თებერვალში განაცხადა, რომ მას კიბოს დაუზუსტებელი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ მკურნალობას გადის.
კიბო აღმოაჩინეს გასული წლის თებერვალში გადიდებული პროსტატის ამოღების ოპერაციის დროს; სასახლეში აცხადებენ, რომ მას პროსტატის კიბო არ აღენიშნება, მაგრამ სხვა დეტალები მისი ავადმყოფობის შესახებ არ წარმოადგინეს.