რუსეთის პეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაერო-სა და რიგი ქვეყნების ეგიდით, შესაძლოა უკრაინაში დროებითი მთვრობის დანიშვნა განიხილონ არჩევნების ჩატარების მიზნით.
„პრინციპში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა, გაეროს, აშშ-ს, ევროპის ქვეყნების ეგიდით, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად, განვიხილოთ უკრაინაში დროებითი მთავრობის დანიშვნის შესაძლებლობა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიზნით“, - განაცხადა პუტინმა წყალქვეშა კრეისერ „არხანგელსკის“ მეზღვაურებთან საუბრისას.
პუტინი მიიჩნევს, რონ ასეთ ახალ მთავრობასთან ერთად შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება და „ლეგიტიმური დოკუმენტების ხელმოწერა, რომლებიც აღიარებული იქნება მთელ მსოფლიოში და იქნება სანდო“.
გარდა ამისა, მან მოიხსენია BRICS-ის ქვეყნები და ჩრდილოეთ კორეა იმ პარტნიორთა შორის, რომლებთანაც რუსეთის ფედერაცია მზად არის იმუშაოს „უკრაინის საკითხის დარეგულირებაზე“. მისი აზრით, რუსეთი ასევე მზადაა ევროპასთან იმუშაოს.
ამავდროულად, პუტინმა უკრაინის ეროვნული გვარდიის ბრიგადა „აზოვს“ უწოდა პრობლემა, რომელიც, მისი აზრით, „ფაქტობრივ ძალაუფლებას ეუფლება“.