აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ სანქციების გაძლიერება ან შესუსტება დამოკიდებულია რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებზე; მისი თქმით, ყველა ვარიანტი უნდა იყოს მაგიდაზე. ამის შესახებ ბესენტმა Fox news-ის ეთერში განაცხადა.
„ეს დამოკიდებულია რუსეთის ხელმძღვანელობის ნაბიჯებზე, სანქციების გაძლიერდება თუ შემსუბუქდება.
„პრეზიდენტი ტრამპი არ დააყოვნებს სანქციების გაზრდას, თუ ეს მას უპირატესობას მისცემს მოლაპარაკებებში“, - განაცხადა ბესენტმა.
ბესენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს მაქსიმალური სანქციების ზეწოლა ირანზე და ჰუსიტებზე და მიანიშნა, რომ რუსების გადასაწყვეტია იქნებიან თუ არა ისინი მაქსიმალური ზეწოლის ქვეშ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთის დაბრუნება Swift-ში მოლაპარაკებების საგანი, ბესენტმა აღნიშნა, რომ "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა".