ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსიას დავესწარი, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ ხელისუფლების როლზე რეგიონული პოლიტიკის და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეკონომიკური განვითარება არის ეროვნული ინტერესის დონის საკითხი, ამიტომ მთელი ყურადღება მიპყრობილია იმაზე, რომ ბიზნესს ჰქონდეს მეტი განვითარების შესაძლებლობა.
„ამ მხრივ, მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული გამოწვევების ფონზე, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე. ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებით და ეკონომიკური თავისუფლების გარემოს უზრუნველყოფით, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც ქვეყანა მაღალი შედეგით იქნება წარმოდგენილი“, – წერს პაპუაშვილი.