რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Eurovision News-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის შიშებზე საუბრისას განაცხადა.
„მისი საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც ეშინია, მაგრამ ამაზე გავლენას ვერავინ შეძლებს, ის თავად მოახდენს გავლენას. გავლენას მოახდენს მისი ეკონომიკა, აისახება სანქციების პოლიტიკა.
ის, რომ ის არ აკონტროლებს და არ იცავს თავის ყველა ტერიტორიას - ეს ყველაფერი იქნება სხვადასხვა ძალების ერთობლიობა, თუ ჩვენი პარტნიორები იქნებიან ისეთივე ძლიერები, როგორებიც არიან. თუ მათ სურთ არა სუპერძალების დემონსტრირება, არამედ უბრალოდ სურთ თავიანთი რეალური ძალების დემონსტრირება.
და თუ პუტინზე ზეწოლას განახორციელებენ, იქნება მისი საზოგადოების დესტაბილიზაცია, ამის ეშინია. ანუ, პუტინს ამის ეშინია”, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის მმართველს კიდევ ერთი რამის ეშინია - ძალაუფლების დაკარგვის.
„საზოგადოების სტაბილურობაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ ასაკზეც არის დამოკიდებული, მალე მოკვდება, ეს ფაქტია და ყველაფერი დასრულდება.
ანუ, მისი საკითხი, შესაძლოა, დასრულდეს მანამდე, ვიდრე ის დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ცხოვრებას. ამის ეშინია.
პირისპირ დარჩენის. პუტინის სრული იზოლაცია პოლიტიკური თვალსაზრისით, ბოლომდე ვერ მოხერხდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.