ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა სტამბოლის მუნიციპალურმა საბჭომ დროებითი მერი აირჩია. იუწყება Reuters
სტამბოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ნური ასლანი იქნება, რომელიც მართავს ქალაქს, ვიდრე ეკრემ იმამოღლუ დაპატიმრებულია.
ოპოზიციური პარტიის წევრი, ნური ასლანი სტამბოლის 314-წევრიანმა საბჭომ, 177 ხმით აირჩია.
თურქეთის პოლიციამ იმამოღლუ კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავა.
იმამოღლუს დაკავებას თურქეთის მასშტაბით მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები მოჰყვა.