სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, რომელიც რამდენიმე დღეა მძვინვარებს, სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის არის ერთ-ერთი ვერტმფრენის პილოტო, რომელიც ოთხშაბათს, 26 მარტს ხანძრის ქრობის ოპერაციისას ჩამოვარდა.
სამხრეთ კორეის უშიშროების სამინისტროს ცნობით, დაახლოებით 20-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის დაზიანებები.
ათასობით ადგილობრივმა მცხოვრებმა ევაკუაციის ბრძანება მიიღო.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჰან დოკ-სუმ ამჟამინდელ ხანძრებს უწოდა ყველაზე უარესი ქვეყნის ისტორიაში და აღნიშნა, რომ ხანძარი უპრეცედენტო ზიანს აყენებსქვეყანას.
ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.
ათზე მეტი ხანძარი პარასკევს, 21 მარტს, კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთით, კიონსან-პუკტოს პროვინციის სანჩჰონის ოლქში გაჩნდა. მდგომარეობას ართულებს ქარი და ხანგრძლივი გვალვა, რაც საგრძნობლად ანელებს სამაშველო სამუშაოებს.