აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაუწესებს 25%-იან ტარიფს ყველა ქვეყანას, რომელიც ვენესუელისგან ნავთობსა და გაზს ყიდულობს. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth social-ში დაწერა.
„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ან გაზს ყიდულობს, იძულებული იქნება აშშ-ს გადაუხადოს 25%-იანი ტარიფი შეერთებული შტატებტან ნებისმიერი ვაჭრობისთვის.
ყველა დოკუმენტაცია ხელმოწერილი და რეგისტრირებული იქნება და ტარიფი ამოქმედდება 2025 წლის 2 აპრილს, ამერიკაში გათავისუფლების დღეს“, - წერს ტრამპი თავის გვერდზე.
ამ ნაბიჯმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩინეთზე, რომელიც ვენესუელის ნავთობის მთავარი მყიდველია.
ყიდულობს ვენესუელის ნავთობს თავად შეერთებული შტატებიც. 2024 წელს აშშ-ს ვენესუელისგან 5,6 მილიარდი დოლარის ნავთობი და გაზი მიეწოდა.