უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს უკრაინაში ვიზიტის მიწვევა გაუგზავნა. ამის შესახებ ზელენსკიმ Time-თან საუბრისას განაცხადა.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ ვენსს შესთავაზა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ომის პერიოდში უკრაინაში ჩასვლაზე უარის შესახებ.
”ჩვენ ჯერ კიდევ გელოდებით”, - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვენსის მისამართით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიწვევაზე პასუხი არ გაუცია.