24 მარტის შუადღისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ სუმიზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს: დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა და სკოლა, წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 88 ადამიანი. დაშავებულთა შორის 17 ბავშვია.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა დარტყმა სუმის მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე განახორციელა.
ქალაქში საგანგებო სამსახურები მუშაობენ.